თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ფენ შუი და გემი


სიმდიდრის გემი

ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი გარიგების დასრულებამდე წამებია დარჩენილი და ბოლო მომენტში ჩაგშლიათ. ან პრემიას ელოდით, წარმატების მომტან ზარს, მაგრამ წარმატებას ზურგი უქცევია თქვენთვის. თითქოს პატარა გამართლება დაგაკლდათ. მცირე გამართლებას საჭიროებდით, რომელმაც ზურგი გაქციათ.

ფენ შუის დაგეხმარებათ, არსებობ უძლიერესი თილისმა ფინანსების მოზიდვის, სიმდიდრის გემი.

შეიძლება დაინტერესდეთ რატომ აირჩიეს სიმდიდრის სიმბოლოდ იალქნიანი გემი.

ყველაფერი მერვე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო . იმ დროისათვის ყველაზე მდიდარ ადამიანებად ვაჭრები ითვლებოდნენ. მათ გემების მეშვეობით გადაჰქონდათ საქონელი და ვაჭრობდნენ. მორიგი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნებულებს ჩამოჰქონდათ უამრავი ძვირფასეულობა, ტანსაცმელი, ძვირადღირებული ნაჭრები და უამრავი ძვირფასი ნივთი. ფენ შუის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ლამაზად მორთულ იალქნიან გემს დღესაც შეუძლია სიმდიდრის და ფინანსური კეთილდღეობის მოტანა. მნიშვნელობა არ აქვს ოფისში დადგავთ გემს თუ სახლში , მთავარია სწორ ადგილას მოათავსოთ, ჩაუტაროთ აქტივაცია და სულ მალე ადგილი მზის ქვეშ გარანტირებული გაქვთ.

როდესაც გემის შეძენას გადაწყვეტთ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ რა მასალისგანაა ის დამზადებული. იმისათვის რომ ფინანსური კეთილგანწყობა გარანტირებული გქონდეთ უმჯობესია , თუ ხის ან მეტალის გემზე შეაჩერებთ არჩევანს. გემი უნდა იყოს მონეტებით , ნატურალური ქვებთ , ფულის ბანკნოტებით სავსე , ხოლო იალქნები კი ფართოდ გაშლილი უნდა ჰქონდეს. მასში შეგიძლიათ ჩადოთ პატარა თილისმები, იმ ნივთების შესაბამისი მასალა რისი მიღებაც გსურთ. აუცილებლად შეიძინეთ დადებითი განწყობით. არანაირი აგრესიული

სიმბოლიკა, იარაღი, ლურსმები, ან მსგავსი საბრძოლო ატრიბუტები არ უნდა იყოს მასზე. ფენ შუი გულისხმობს გარშემო ენერგიების ჰარმონიზებას, გაუმჯობესებას, არანაირი ქაოსი, საომარი ვითარებები, და არეულობა ცხოვრებაში.

კარირისათვის გამოიყენება დრაკონის ფორმის გემი, რომელიც ძვირფასეულობითაა სავსე.. ასეთ თილისმებს უდიდესი ენერგეტიკა გააჩნიათ. ძვირფასეულობა და სხვა სიმდიდრის ნივთები განლაგებულია დრაკონის სხეულზე და გემს არ აქვს იალქნები. დრაკონი განასახიერებს სიძლიერეს და სიმდიდრეს.

მნიშვნელოვანია სად განათავსებთ გემს. გაითვალისწინეთ შემოსასვლელი კარის ადგილმდებარეობა არ აქვს მნიშვნელობა სახლია, კაბინეტია თუ ოფისი. გემი თქვენსკენ უნდა მოცურავდეს და მოჰქნდეს სიმდიდრე. გემის წინა ნაწილი თქვენსკენ უნდა იყოს მომართული. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სიმდიდრე და ბარაქა წავა კონკურენტებთან ან მეზობლებთან.

სამხრეთ- აღმოსავლეთი სიმდიდრის და ბარაქის მხარეა. თქვენი გემისათვის მშვენიერი ადგილი იქნება ეს სექტორიც. დავდგათ გემი ისე თითქოს ახლახან შემოცურდა თქვენთან სახლში, მოვრთოთ ის ოქროსფერი ან წითელი ლენტებით და თქვენი ბარაქა და ფინანსების შემოდინებაც არ დააყოვნებს. შეგიძლიათ რამდენიმე გემი იქონიოთ. ნუ დაგავიწყდებათ ვიზუალიზაცია, ყველაფერი ერთად აუცილებლად მოგიტანთ თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებების რეალიზაციას, ფინანსურ სიძლიერეს და ბარაქას.

ფენ შუის სამყარო გთვაზობთ გემების დიდ არჩევანა თრხნიშვილის 9 პირველ ჩიხში 



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი