თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ორსულობა და ფენ შუი


დაორსულება ფენ შუის მიხედვით.

6 მეთოდი როგორ გყავდეთ მეტი შვილი.
ფენ - შუი დაგეხმარებათ რომ გაზარდოთ თქვენი დაორსულების ცი(დადებითი) ენერგია.
დღეს ფენ - შუი თითქმის ყველაფერში გამოიყენება. ის გვეხმარება როგორ მოვაწყოთ ოფისები და სახლი. ეხმარება მწერლებს რომ შთაგონება იპოვნონ და სხვა. თუ კი თქვენ მხოლოდ დაორსულება და ბავშვი გნებავთ, ფენ - შუი აქაც დაგეხმარებათ.
ჩვეულებრივ, დაორსულება არც თუ ისე რთულია, თუმცა თუ კი ამ კუთხით პრობლემები შეგექმნათ, ფენ - შუი აუცილებლად დაგეხმარებათ. მას შეუძლია ჩასახვის ადგილი ბევრად ჰარმონიული, დადებითი გახადოს, შექმნას ბალანსი. საუკეთესო ადგილი ბავშვის ჩასახვისათვის, რა თქმა უნდა სახლია. დაორსულების გაძნელების მიზეზი, შეიძლება დაბლოკილი ენერგია ან მშობლების არაჰარმონიული ფენ- შუიც იყოს. (დამოკიდებულია სქესზე და დაბადების თარიღზე) ფენ- შუიში ძირითადი მნიშვნელობა ბავშვის ჩასახვაში მამას ენიჭება. მამას უნდა ჰქონეს ე.წ ,, შთამომავლობითი იღბალი“ . ცნობილი ფენ-შუის სპეციალისტი ლილიან ტუს ქალიშვილი ჯენიფერიც ასე მოევლინა ქვეყანას. ლილიანს სახლში სტუმრად ეწვია ფენ-შუის სპეციალისტი. მან აღმოაჩინა რომ ხე ბლოკავდა შემოსასვლელ კარს. როდესაც ხე მოაშორეს ლილიან ტუც ძალიან მალე დაორსულდა. მას ცხრა წელის ქორწინების შემდეგ არ ჰყავდა შვილი და სწორედ ამ რჩევის მერე დაიბადა მისი ქალიშვილი. ამ შემთხვევის შემდეგ დაინტერესდა ის ფენ- შუით და დაიწყო მისი შესწავლა. თუ გინდათ დაორსულების ალბათობა გაზარდოთ ფენ -შუის მეშვეობით საჭიროა სახლის და ასევე ორივე მშობლის ენერგეტიკა მოწესრიგდეს. ფენ - შუი არ ახდენს სასწაულებს, მაგრამ ის გეხმარებათ დადებითი გარემო - პირობების შექმანაში, რის შემდეგაც შესაძლებელია მართლაც მოხდეს სასწაული.
6 რჩევა როგორ გაიადვილოთ დაორსულება ფენ -შუის მიხედვით.
1. გააქტიურეთ შთამომავლობითი იღბლის სექტორი.
ფენ - შუიში ,,შთამომავლობითი იღბლის“ მხარეა ჩრდილო- დასავლეთი. ეს ზეციურ მხარედაც ითვლება. საწოლი ისე დადგით, რომ დაძინებისას თავი ამ მხარეს გქონდეთ, ოფისში მაგიდაც შეგიძლიათ ამავე მხარეს მოათავსოთ. როდესაც საჭმელს მიირთმევთ სახითაც ამ მხარეს უნდა იყურებოდეთ. ამ მეთოდებით გააქტიურებთ შთამომავლობით იღბალს. აჯობებს, თუ მამაკაცი იწვება ისე რომ თავი ჩრდილო - დასავლეთით ჰქონდეს. თუ ამ შემთხვევაში საძინებლის კარის უკან წოლა გამოდის სხვა მეთოდი სჯობია სცადოთ. შეგიძლიათ საძინებელში რკინის ვინტილატორი დააყენოთ. მოათავსოთ ჩრდილო - დასავლეთით და დღის მანძილზე ჩართოთ ხოლმე. ეს ძალიან დაგეხმარებათ შთამომავლობის იღბლის გაძლიერებაში. ძილის დროს აუცილებელია გამორთოთ, თორემ შთამომავლობითი იღბალი გაიფანტება და აკუმულაციას და წყვილისათვის დახმარების გაწევას ვერ შეძლებს.
2. გამოიყენეთ პერსონალური ფენ -შუი.
შთამომავლობითი იღბლის შესაქმნელად ძალიან მნიშვნეელოვანია პირადი ფენ-შუის გამოყენება. პირადი ფენ-შუის მიმართულებების გამოსათვლელეად ეწვიეთ საიტს www.feng-shui.ge-ს გამოთვლა დაფუძნებულია პირადი კუაზე(პირადი ციფრი). მამაკაცს უნდა ეძინოს, ჭამდეს, მუშაობდეს ამ მხარეს. ეს იმ შემთხვევაში თუ ჩრდილო- დასავლეთმა არანაირი შედეგი არ მისცა.
გუას რიცხვები და პერსონალური შთამომავლობის იღბლის მიმართულებები.
1 - სამხრეთი
2 - ჩრდილო- დასავლეთი.
3 - სამხრეთ- აღმოსავლეთი
4 - აღმოსავლეთი
5 - ჩრდილო - დასავლეთი
6 - სამხრეთ - დასავლეთი
7 - ჩრდილო - აღმოსავლეთი.
8 - დასავლეთი
9 - ჩრდილოეთი

3. შემოსასვლელ კარიდან ყველანაირი დაბრკოლება მოაშორეთ.
ლილიან ტუსთან ამან იმუშავებს ე.ი იმუშავებს თქვენთანაც. შესასვლელი კარი აბსოლუტურუად თავისუფალი უნდა იყოს, წინ არ უნდა ეფარებოდეს არც ხე არც, ქუჩა, ან რაიმე სხვა საგანი. შემოსასვლელი სუფთა და ლამაზი უნდა იყოს.
4. გააქტიურეთ დასავლეთის მხარე.
დასავლეთის მხარე ბავშვებთან არის დაკავშირებული. ამ მხარეს უნდა იქონიოთ, ცეცხლის ელემენტი, ანუ სანთლები, აბაჟურები და სხვა. მიწის ელემენტის ნივთები, როგორიცაა, ვაზები, ძალიან კარგი გამაძლიერებებლია დაორსულებისათვის. გააძლიერეთ სახლის ეს ნაწილები, როგორიცაა სასტუმრო ოთახი და საძინებელი, მეტალის ელემენტის ნივთებით, ესენია, ვინტილატორები ან სხვა ელექტრონული და სტერეო სისტემებით.
ყურადღებით იყავით, რომ ყველანაირი პრობლემა და გაუმართაობა მოაგვაროთ სახლის დასავლეთ ნაწილში. ასევე სასტუმროს და საძინებლის დასავლეთ კუთხეებშიც. მაგალითდ ისეთი პრობლემები როგორიცაა გადავსებული კარადები და დაყრილი ნაგავი ან მტვერი . დაასუფთავეთ ყველაფერი და ნება მიეცით სუფთა და ნათელ ენერგიებს შემოაღწიოს თქვენს სახლში. თუ აღმოსავლეთი მხარეს აბაზანაა განთავსებული აუცილებლად უნდა იყოს სუფთა, კარგად განათებული და რაც მთავარია კარი ყოველთვის დაკეტილი გქონდეთ.
5. საძინებლის ფენ-შუი გქონდეთ ყოველთვის მოწესრიგებული. თუკი თქვენ დაფეხმძიმებას აპირებთ, საძინებელი ყველაზე მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ რომ საწოლი არ გედგათ იმ კედელთან, სადაც კარებია, აბაზანაა, ან სამზარეულოა. ტელევიზორი, მომუშავე ელექტრო საგნები, მაგალითად როგორიცაა კომპიუტერი, ასევე სარკეები, მცენარეები, სავარჯიშო ინვენტარი არ უნდა იყოს საძინებელში. დასვენება და რო- მანტიკა აი რა უნდა იყოს თქვენი საძინებლის მთავარი დეკორაცია.
6. გამოიყენეთ დაორსულებისათვის სასიკეთო სიმბოლოები.
ფენ - შუი იყენებს სხვა და სხვა სიმბოლოს რათა დაორსულება გაადვილოს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.
დრაკონები - დრაკონი დადეთ მამაკაცის მხარეს საწოლთან. ის აუცილებლად პატარა ზომის უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან დიდ იან ენერგიას შემოიტანს, რის გამოც დასვენება გაგიჭირდებათ.
სპილო - წყვილი სპილო დადგით საძინებლის კართან ახლოს. სპილო ასოცირდება ორსულობასთან. შეგიძლიათ ერთი სპილო დადგათ სასტუმრო ოთახში. სპილოს საძინებელში ბიჭის ყოლისათვის იყენებენ.
წყვილი თევზი - ისინი ოჯახური კავშირის სიმბოლოა. განათავსეთ ისინი საძინებლის სამხრეთ - დასავლეთით.
ერთი ცალი ბამბუკი - განათავსეთ ის საძინებლის ჩრდილოეთ სექტორში.
წითელი ქაღალდის ნათურები - დაკიდეთ საწოლის ნებისმიერ მხარეს ისინი შემოიტანენ თქვენს საძინებელში იან ენერგიას.
თუ დაორსულებას აპირებთ, აჯობებს თუ მიუდგებით საკითხს კომპლექსურად. დარწმუნებული იყავით რომ ფენ-შუი დაგეხმარებათ და შექმნის დადებით და სასურველ გარემოს თქვენი მიზნების მისაღწევად.

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი