თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162 ფენ შუის სამყარო და ფენ შუის სპეციალისტი თიკა პირველად ჩაატარებს სემინარს, სურვილების ჯადოსნური რუკის შედგენა.
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ჩინური ჰოროსკოპი


ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპის თორმეტ წლიანი ციკლის თანახმად, ყოველ წელს თავისი დასახელება აქვს. თორმეტ წლიანი ციკილი ანუ ცხოველთა წრე გამოიყენება იმისთვის, რომ დავათარიღოთ წლები. იგი წარმოადგენს დროის ციკლურ წარმოდგენას, და არა სწორხაზოვანს, როგორც ეს დასავლეთშია მიღებული. ჩინური მთვარის კალენდარი დაფუძნებულია მთვარის ცილკზე და აგებულია სხვანაირად, ვიდრე დასავლური მზის კალენდარი. ჩინურ კალენდარში წლის დასაწყისი ხდება დაახლოებით იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში. ჩინელებმა მიიღეს დასავლური კალენდარი 1911 წელს, მაგრამ მთვარის კალენდარი ჯერ კიდევ გამოიყენება დღესასწაულების აღსანიშნავად, ისეთის, როგორიცაა, მაგალითად, ჩინური ახალი წელი. ევროპაში, ისევე როგორც ამერიკაში, კალენდარი სწორხაზოვანი დროის ჩამონათვალია წარსულიდან მომავლისკენ. ტრადიციულ ჩინურ კალენდარში დრო იცვლება ციკლურად და მეორდება მრავალჯერ ნიმუშის მიხედვით.

დროის ციკლური ცვალებადობა აისახება თორმეტი ცხოველის წრის მიხედვით. თითოეული წელიწადი ესადაგება ცხოველს ანუ „ნიშანს“. ცხოველები თანმიმდევრობით მიყვებიან ერთმანეთს: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, დრაკონი, გველი, ცხენი, ცხვარი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი, ღორი. და თითოეული თორმეტ წელიწადში ერთხელ მეორდება. ჩინური ლეგენდის თანახმად, ცხოველები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ თორმეტ წლიან ციკლს. მაშინ მათ გადაწყვიტეს გაერკვიეთ ეს გამოცდის საშუალებით: ვინც პირველი მიაღწევდა მდინარის საპირისპირო მხარეს, სწორედ ის უხელმძღვანელებდა ციკლის დასაწყისს. ყველა თორმეტივე ცხოველი შეიკრიბა მდინარის ნაპირზე და ნიშანზე ყველამ გადაცურა. ვირთხა ხარის ზურგს შეახტა, რომელიც ყველაზე სწრაფად მიცურავდა, და როგორც კი ხარი მეორე ნაპირს მიადგა ასასვლელად, იგი გადმოხტა ხარის ზურგიდან და აღმოჩნდა პირველი ნაპირზე. ასეთნაირად დადგინდა არსებული თანმიმდევრობა: ვირთხა, მას მერე ხარი, შემდეგ ვეფხვი, კურდღელი და ა.შ.

არსებობს კიდევ სხვა ლეგენდაც. ერთხელ ნეფრიტის იმპერატორმა ზეცაში მოიწყინა, მოისურვა დედამიწის ბინადრების ნახვა და თავის მსახურებს უბრძანა, რომ დაშვებულიყვნენ მიწაზე და ყველაზე ლამაზი თორმეტი ცხოველი მიეგვარათ. მსახურები დედამიწაზე დაეშვნენ, პირველი შეხვდათ ვირთხა, გადასცეს იმპერატორის სასახლის მოსაწვევი. მისი მეგობრობის შესახებ კატასთან იცოდენენ და სთხოვეს ისიც წამოეყვანა - ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იმპერატორი მოიხიბლებოდა ამ ცხოველებით. შემდეგ ისინი შეხვდნენ ხარს, ვეფხვს, კურდღელს, დრაკონს, გველს, ცხენს, ცხვარს, მაიმუნს, მამალს და ძაღლს და ყველას განუცხადეს, რომ დილით სასახლეში უნდა გამოცხადებულიყვნენ. ვირთხა, კატას შეხვდა და მოსაწვევი გადასცა. მას ძალიან გაუხარდა და ვირთხას სთხოვა დილით გაეძვიღებინა, რომ ერთად წასულიყვნენ სასახლეში. ვირთხა რათქმაუნდა დაპირდა და თავის სოროში დასაძინებლად წავიდა, მაგრამ დაძინება ვერ შეძლო. მიუხედავად დიდი სიყვარულისა თავისი მეგობარი კატის მიმართ, შურმა შეიპყრო, ის დარწმუნებული იყო, რომ კატა მას თავისი სილამაზით დაჩრდილავს. და როდესაც ღამე დასრულდა, ვირთხამ გადაწყვიტა სასახლეში მარტო წასულიყო კატის გარეშე. შემდეგ დილას ყველა თერთმეტივე ცხოველი იმპერატორთან სასახლეში გამოცხადდა. მან აუჩქარებლად გადაათვალიერა ყველა, მაგრამ მხოლოდ თერთმეტი დაითვალა და თავის მსახურს უთხრა: „ ისინი დიდებული ქმნილებები არიან, მაგრამ მე მხოლოდ თერთმეტი დავითვალე, დაუყოვნებლივ მომიყვანეთ ბოლო ცხოველი!“

იმპერატორის ბრაზისგან შეშინებული მსახური, დიდი სისწრაფით ისევ უკან დედამიწაზე დაბრუნდა, რომ კატის შემცვლელი მოეძებნა. პირველი, ვინც მას თვალში მოხვდა, ეს იყო მოახლე, რომელსაც ტახი მოყავდა და მსახურმა ტახი წაიყვანა სასახლეში. ვირთხა, ძველებურად ნერვიულობდა, რომ მას ვერ შეამჩნევდნენ, აძვრა ხარის ზურგზე და დაიწყო ფლეიტის დაკვრა. გაკვირვებულმა იმპერატორმა ვირთხას პირევლი ადგილი უბოძა, ხარს მეორე ადგილი, იმისთის, რომ მან მოთმინებით მისცა საშუალება ვირთხას ზურგზე აცოცებულიყო. გარეგნობით უშიშარი ვეფხვი გახდა მესამე ადგილის მფლობელი, კურდღელი კი თავისი ნაზი ბეწვის გამო, - მეოთხე. მბრძანებელმა გაიფიქრა, რომ დრაკონი ყოვლისშემძლე ფეხებიან გველს აგონებს , და მისცა მას მეხუთე ადგილი. გველი გახდა მეექვსე ადგილის მფლობელი, ცხენი - მეშვიდე, ცხვარი-მერვე, მაიმუნი - მეცხეერე, მამალი - მეათე, და ძაღლი მეთერთმეტე და ტახი მეთორმეტე.როდესაც კატამ გაიღვიძა, სასახლეში გამოცხადდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მას შემდეგ საუკეთესო მეგობრები მტრობენ ერთმანეთს, და ამგვარად, თორმეტ წლიანი ციკლი იწყება ეშმაკი ვირთხიდან.

https://www.facebook.com/groups/404093549782105/  შემოგვიერთდით



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი