თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162 ფენ შუის სამყარო და ფენ შუის სპეციალისტი თიკა პირველად ჩაატარებს სემინარს, სურვილების ჯადოსნური რუკის შედგენა.
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ქალღმერთი ლაქშმი,პუჯა და მანტრები


ქალღმერთი ლაქშმი

ეს რიტუალი არის პატივისმიგება ქალღმერთი ლაქშმის მიმართ, რათა მოიზიდოთ სიმდიდრე და სიუხვე თქვენს ცხოვრებაში. ლაქშმი არის მეუღლე ვიშნუსი და ღვთაება კეთილდღეობის. სიტყვა ლაქშმი არის ნათარგმნი სანსკრიტიდან როგორც "მიზანი". ეს მიზანი არის ადამიანის სიცოცხლის კეთილდღეობა სულიერ და მატერიალურ საკითხში. ლაქშმის თაყვანისცემელი მამაკაცები გახდნენ წარმატებულნი ბიზნესში და ქალები ლამაზი, მიმზიდველნი და მაცდურნი სასიყვარულო ვნებებში. კეთილდღეობას ინდური ქვეყნების კულტურაში უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ვიდრე უბრალოდ ფული. ეს ცნობილია როგორც ცოდნა, გამბედაობა, ძალა, გამარჯვება, კარგი შვილები, საკვები, ბედნიერება, სიხარული, სილამაზე, ბუნება, ამაღლებული შინაგანი მდგომარეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ლაქშმის სახლში შემოაქვს სიმდიდრე და წარმატება! ქალღმერთ ლაქშმის ეწოდება შრიიამი და ეს ნიშნავს რომ მას აქვს ექვსი საგანძური-სიმდიდრე, ძალაუფლება, გავლენა, სილამაზე, ცოდნა თავშეკავება. ქალღმერთი ლაქშმის მადლით შეიძლება მიღწეულ იქნეს ნებისმიერი ეს სიმდიდრე. ლაქშმი განასახიერებს არა მხოლოდ სიმდიდრეს და წარმატებას, არამედ სისუფთავესაც. ამიტომ სანამ ლაქშმი პუჯას მოიწვევთ გენერალურად დაასუფთავეთ სახლი. პირველ რიგში ლაქშმი მოვა იმ სახლში რომელიც იდეალურად არის სუფთა და დალაგებული. ყოველივე ამის შემდეგ ლაქშმის ლოცვა რეკომენდირებულია ახალი ან სუფთა ტანსაცმლით დაიწყოთ, მას შემდეგ რაც მიიღებთ შხაპს. რეკომენდაცია პუჯის ჩატარების შესახებ. რიტუალი ტარდება ყოველ პარასკევს. პრაქტიკოსი ზის სახით საკურთხევლის წინ. საკურთხეველი შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირად: ოთახში დასვით მაგიდაზე ქალღმერთი ლაქშმის ძეგლი ან გამოსახულება , შეთავაზეთ ქალღმერთ ლაქშმის: თასით ხილი, ტკბილეული და შეიძლება იყოს წყალი ერთი ან ორი ჭიქა. დაანთეთ საკმეველი და ოთხი სანთელი, სიმდიდრის, სულიერი ძალის, წარმატების და მოგების სიმბოლოდ. აიღეთ ზარები და რამდენჯერმე დარეკეთ,რათა გარემო მოემზადოს თქვენი რიტუალისთვის. ყურადღება! ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შინაგანი მდგომარეობა და თქვენი გონების მდგომარეობა.მრავალთა შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ რიტუალის დროს მრავალი პრაქტიკოსი იმყოფება ლაქშმისაგან სიკეთეების "მთხოვნელის მდგომარეობაში" .როგორც ბრძენნი ამბობენ-ეს არის გონების არასწორი მდგომარეობა.თქვენ გამოიყურებით როგორც "გაწვდილი ხელით სამათხოვროდ" და ამით აისახება მთელი თქვენი ფიზიკური ცხოვრების წესი. სწორი დამოკიდებულებაა, როდესაც თქვენ იყენებთ ვიზუალიზაციას განსაზღვრულად ქალღმერთი ლაქშმის მიმართ, (თითქოს უერთდებით მას) ამით თქვენ ავტომატურად იშორებთ ამქვეყნიურ ამაოებას, მეწვრილმანეობას, სიხარბეს, შურს, ეგოიზმს, შეიგრძენით სილაღე და შეიძინეთ ქალღმერთი ლაქშმის თვისებები: სიკეთე,თანაგრძნობა, გულმოწყალება და სამყაროს უსასრულო სიუხვე, რომელსაც ასხივებს ქალღმერთი ლაქშმი. სწორი დამოკიდებულებაა როდესაც თქვენ იმყოფებით გამცემის მდგომარეობაში (ქალღმერთი ლაქშმი მხოლოდ გასცემს და არასოდეს ითხოვს). და წარმოიდგინეთ რომ თქვენს ზევით(ჩაკრა საჰასრარა) შემოდის ღვთაებრივი ენერგიის უსასრულო სიუხვე (ოქროსფერი სინათლის სხივი) და თქვენი გულის (ჩაკრა ანაჰატა)მეშვეობითააჯილდოებთ ყველა თქვენს ნათესავს,ახლობლებს,მეგობრებს და ფარავთ მათ დაუსრულებელი სიუხვის ენერგიით.(შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,ოქროსფერი სხივი როგორ გამოდის თქვენი გულიდან და თქვენი ხელებიდან).ასეთი გზით,როცა თქვენ მეტს ასხივებთ,გასცემთ, არიგებთ,უფრო მეტი სიმდიდრის ენერგია წამოვა თქვენთან,მით უფრო მეტს მიიღებთ იმას რაც გსურთ და რისკენაც ისწაფვით. უმაღლესი ოსტატობა და მიღწევა,ეს არის როდესაც თქვენ ისწავლით "გაზიარებას და გაცემას". არა მხოლოდ თქვენს ახლობლებს,არამედ მტრების და არასასიამოვნო ადამიანებისთვისაც . ამ პრაქტიკაში გონებას,(წარმოდგენა და ვიზუალიზაცია)თქვენ იყენებთ, როგორც ფუნდამენტს ,საფუძველს და მომზადებას პრაქტიკისათვის,ძირითადი ინსტრუმენტი არის თქვენი გული.გულისხმიერება და თანაგრძნობა...მთავარი პრაქტიკა თქვენს გრძნობებში არის :ხალხისადმი სიკეთე,ზრუნვა და სიყვარული.თქვენ თითქოს ყველაფერს ხედავთ გულის მეშვეობით,შეიგრძნობთ და გასცემთ ყოველივეს გულით.
შემდეგ სამჯერ წარმოსთქვით: "ომ შრი ლაქშმი ნამახ(ა)" 3-ჯერ. შემდეგ 7-ჯერ წაიკითხეთ ლაქშმი გაიატრი : " ომ მაჰალაქშმიაიე ვიდმაჰე ვიშნუპრიაიე დჰი-მაჰი თანნო ლაქშმი პრაჩოდაიათ ( 7-ჯერ) . და 108 ჯერ წაიკითხეთ მანტრა ქალმერთი ლაქშმის ენერგიის მოწვევა: " ომ ხრიმ შრიმ ლაქშმი ბიო ნამაჰა" ( 108 ჯერ ) . დამწყებთ ვურჩევთ ეს რიტუალი გაიარონ მასწავლებლის ხელმძღვანელობით ( ოსტატი , გურუ, სულიერ პრაქტიკის მასწავლებელი )



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი