თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ტიბეტური მძივი ძი ჯანმრთელობისთვის,წარმატებისთვის და განვითრებისთვის


 

ტიბეტური მძივი „ძი“ ჯანმრთელობისთვის, წარმატებისთვის და განვითარებისთვის.
მძივ „ძი“-ს აქვს თვისაება დაიცვას თავისი მფლობელი ბოროტი ზებუნებრივი ძალებისაგან და უარყოფითი ენერგიისაგან. ის ეხმარება“ ინ“ და „იან“-ის ბალანსის აღდგენას და ადამიანის სხეულში 5 ელემენტის ურთიერთმოქმედებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ჯანმრთელობას, იზიდავს სიმდიდრეს, ეხმარება სულიერების სრულყოფასა და სულიერი სიმშვიდის აღდგენაში. მძივი „ძი“ შექმნილია ნაცრისფერი აქატისაგან მასზე სხვა და სხვა ორნამენტებია ამომწვარი. უნდა ვატაროთ სამაჯურის სახით, უნდა ეხებოდეს პულსის ადგილს, ასევე შეიძლება ვატაროთ თასმით ყელთან ან გულის საპირისპირო მხარეს. კანთან კონტაქტით აქტიურდება მისი ენერგია. მძივი „ძი“-ს ტარება შეუძლია ნებისმიერს , განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიური მრწამსისა და ა. შ. მისი მიზანია დადებითი აურის შექმნა.
რამოდენიმე მათგანის აღწერა:
ჯანმრთელობა: 6 თვლიანი მძივი- აღადგენს ფიზიკურ ძალებს, იზიდავს ბედნიერებას და წარმატებას. ათავისუფლებს მოწყენილობისაგან, ტანჯვისაგან, წმენდს უარყოფით კარმას .
დიდება, სახელის მოხვეჭა: 7 თვლიანი მძივი გამოიყენებს ასახელის მოსახვეჭად, ჯანმრთელობისთვის, სიმდიდრისა და წარმატების მიღწევისთვის კარიერაში. დიდხანს სიცოცხლისათვის.
სიყვარულში მფარველობა: „ძი გულმოწყალე ქლღმერთი გუან ინი“-მათვის ვისაც სურს თავისი კარმის გაუმჯობესება და სიხარული ცხოვრებაში. „ძი ქალღმერთი გუან ინით“ ეხმარება ადამიანს გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და პრობლემები, სირთულეები კარიერაში, ურთიერთობაში, ოჯახური პრობლემები,ახლობლის სიკვდილი, ვადმყოფობა და სხვა.
ბიზნესში წარმატება: „ძი „ 15 თვალით: თავის მფლობელს ციურ წარმატებას აძლევს, მშვიდი ცხოვრება, წარმატებები ყველა წამოწყებაში, ბიზნესში მოაქვს ბედნიერი შესაძლებლობები და წარმატება.
მუდმივი სიმდიდრე: „ძი ოქროს გასაღები“- მუდმივი სიმდიდრე, დოვლათი და კარგი რეპუტაცია. ეს ოქროს გასაღები მსოფლიოს ყველა საგანძურს გახსნის.
შეუძლებელის შეძლება: „ძი ბოდხი და ობსიდიანის სამაჯური“- ბოდხის ხე ცნობილია იმით, რომ მის ქვეშ მჯდომმა ბუდამ შეიძინა გასხივოსნება. ხემ უზრუნველყო ბუდასთვის თავშესაფარი და დაცვა. ითვლება, რომ ამ ხის სიმბოლო იცავს წინაარმდეგობებისაგან რათა, მიზანს მიაღწიოს ადამიანმა.ეს სამაჯური მოუხდება მათ ვინც გამოცდას აბარებს ან უნდა შეუძლებელი შეძლოს.
სიმდიდრე და დიდხანს სიცოცხლე: „ძი სიმდიდრე და დღეგრძელობა“ - მასზე გამოსახულია ღამურა და „საუ“- ხანგრძლივი სიცოცხლე ავადმყოფობის გარეშე. ეხმარება წარმატებაში, ქონების დაგროვებასა და დღეგრძელობაში.
სიმდიდრე 5 მიმართულებიდან, წინაღობების და კონკურენტებისგან თავის არიდება: „ძი 5 თვალით ელვასთან ერთად“-ფულის მაგნიტია, აქვს თვისება 5 მიმართულებიდან მოიზიდოს სიმდიდრე,ესენია: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი და ზეცა. ეს არის ძლიერი თილისმა სიმდიდრისა რომელიც თავის მფლობელს ყველანაირი მატერიალური კეთილდღეობით ლოცავს. „ელვის“ სიმბოლო კი თავის მხრივ, ეხმარება უარყოფითი ძალების დაძლევაში, ფანტავს წინააღმდეგობას, აძლიერებს ღირსებას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ოცნებების ასრულება, თილისმა ხელმძღვანელი პირებისთვის და ბიზნესის მფლობელთათვის: „ძი 21 თვალით“ -ითვლება რომ, ყველა ოცნებას და სურვილს ასრულებს.აძლიერებს წარმატებას, დიდებასა და აღიარებას. ადამიანს აძლევს ძალას გადალახოს შიში პრობლემებთან შეჯახებისას.
უსასრულო სიმდიდრე: „ძი 9 თვალით“-ეხმარება სახელის მოხვეჭაში,საზოგადოებაში გავლენის მოხდენაში, კარგი რეპუტაციის შენარჩუნებაში.მოაქვს არაჩვეულებრივი წარმატება, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ანადგურებს წინააღმდეგობებს, იცავს ნეგატივისა და წარუმატებლობისაგან.
ძალაუფლება და დიდება: „ძი 12 თვალით“-ავტორიტეტს , ძალაუფლებას და გავლენას ამაღლებს. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მოლოდინს გადააჭარბოს და ძალაუფლება და დიდება მოიპოვოს.
კარგი რეპუტაცია, დაცვა და დიდება: „ძი ჩიტი გარუდა“- „გარუდა“ უდიდესი მისტიური ფრინველია, ინდუისტური და ბუდისტური ტაძრების მცველი.ითვლება რომ ის ფლობს მაგიურ, ზებუნებრივ ძალას. ეს მძივი ეხმარება დაავადებათა განდევნაში, სიმორცხვის, ტანჯვის, საფრთხის, ბოროტი სულების დაძლევაში. აფერხებს წარუმატებლობას და ასტიმულირებს დიდებას და კარგ რეპუტაციას.
კურთხევა (დალოცვა ) და ცხოვრებისეული გზა: „ძი 8 თვალით“-ეს მძივი ყველაზე პოპულარულია (2004-2024) წლამდე. მოაქვს წარმატება, ჰარმონია და ცხოვრებით კმაყოფილება, ფული, სიმდიდრე. იცავს კატასტროფებისაგან და უბედური შემთხვევებისაგან. ეხმარება მფლობელს საკუთარი ცხოვრებისეული გზის პოვნაში.
სიყვარული: „ძი 2 თვალით“-ეს თილისმა ურთიერთობის და სიყვარულის შესანიშნავი აქტივატორია. იზიდავს საჭირო პარტნიორს, შეყვარებულებს კი წარმატებას და ბედნიერებას მოუტანს ქორწინებაში. ცოლ-ქმარს კი მყარ ურთიერთობას და გაუძლიერებს სიყვარულს და ვნებას.
მფარველობა, მსუბუქი ცხოვრება: „არისტოკრატის ძი ანუ მაღალი მფარველის ძი“ -ააქტიურებს მაღალთანამდებობრივი პირების, მასწავლებლების, მოძღვრის არსებობას ადამიანის ცხოვრებაში რათა, მისცეს რჩევა და მფარველობა, დახმარება გაუწიოს მას. გარანტია მსუბუქი და წარმატებული ცხოვრებისა.
ძლევამოსილება და ძალა ყველა წინააღმდეგობის გადასალახავად: „ძი ვაჯარა“- კოსმიური ენერგიის ტიბეტური სიმბოლო. ის ასოცირდება ინსტრუმენტთან, ცნობილია როგორც „ვაჯარა“ (მეხი, ელვის დარტყმა). ეს მძივი მფლობელს აძლევს ძალას დაამარცხოს ყველა წინააღმდეგობა და მომაკვდინებელი დამოკიდებულებები (ნიკოტინი, ალკოჰოლი,აზარტული თამაშები და ა.შ.). აძლიერებს ღირსებას და სიბრძნეს.
ჯანმრთელობა, სიბრძნე, ხანგრძლივი სიცოცხლე: „ძი კუ“-ასოცირდება კუს სიბრძნესთან და დღეგრძელობასთან. საიმედო დამცველია მრავალი ნეგატივისაგან და ტრამვებისაგან.



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი