თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ბაგუა-წმინდა ოქტაგონი!!!


ბაგუა-წმინდა ოქტაგონი!!!

ფენ შუის ძირითადი ცნება.რვაკუთხედი აგებულია რვა ტრიგრამისგან, მისი მიმართულება ან მხარეები, აღნიშნავს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა საკითხებს, რომელიც ფენ შუის წესების მიხედვით საჭიროებს ჰარმონიზაციას. დაეუფლოთ ბაგუას კონცეფციას გაძლევთ ცოდნას იმის შესახებ, რომელი კონკრეტული ადგილების დაგეგმარება ან ინტერიერის შეცვლა არის აუცილებელი .რომ მოიზიდოთ წარმატება თქვენს ცხოვრებაში.
ტრიგრამები ფენ შუიში-ეს უძველესი სიმბოლოებია,რომელიც მოდის ცვლილებების წიგნიდან-I-chang-მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სისტემები, წინასწარმეტყველება და ერეგიის ნაკადის ინტერპრეტაცია. ჩინეთის ტრადიციულ კულტურაში ტრიგრამები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებაში,ფილოსოფიასა და რელიგიაში.
ფენ შუის პრაქტიკაში ეს წმინდა ოქტაგონი ეხმარება ენერგეტიკული კონფიგურაციის გაგებაში, თანდაყოლილი თქვენს სახლში, ბინაში ან ოფისში.
ბაგუა შედგება ცხრა ძირითადი სექციისგან,ოქტაგონის რვა მხარე და ცენტრი.ყოველ მათგანს აქვს თავისი მიმართულება,მისი მნიშვნელობით და ფერით,თითოეული შეესაბამება თქვენი ცხოვრების ერთ ან მეტ სფეროს.მისით თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენს ცხოვრებაში რომელი ელემენტები ახდენს გავლენას გარკვეულ ასპექტებზე.
ყველა მხარე თანაბრად მნიშვნელოვანია, მათი ურთიერთქმედება დამოკიდებულია ერთმანეთზე. თუ რომელიმე მხარე დასუსტებულია მაგალითად კარიერა, ის მოახდენს ნეგატიურ გავლენას სხვა მხარეებზე და საკითხებზე თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ ოჯახსა და ურთიერთობებზე. იდეალურ შემთხვევაში ბაგუა თქვენს სახლში ყველა მიმართულებით უნდა იყოს ძლიერი და დაბალანსებული. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ არ უნდა გავაძლიეროთ, მაგალითად სიმდიდრის ზონა. იგი უმალ მოახდენს გავლენას სხვა სფეროებზე. შეიძლება თქვენ მოიპოვოთ სიმდიდრე მაგრამ დაკარგოთ ყველაფერი დანარჩენი, ასე რომ აქვს აზრი ?
მხოლოდ ერთ ზონაში დომინირებს ყველა სხვა, ეს არის ცენტრი.რომელიც განასახიერებს ჯანმრთელობასა და ერთობას .თუ გინდთ მიაღწიოთ თქვენს ცხოვრებაში რამდენიმე საკითხის გაუმჯობესებას და არ იცით სიდან დაიწყოთ დაიწყეთ ცენტრიდან და თქვენ არ შეცდებით.
ბაგუას ოქტაგონის გამოყენებით თქვენ სწრაფად შეგიძლიათ შეაფასოთ ნებისმიერი ოთახი ან ადგილი სადაც თქვენ ხართ.

კარიერა

მისი მიმართულება არის ჩრდილოეთით.დაკავშირებულია სამსახურთან,პროფესიულ საქმიანობასთან,დასაქმებასა და შემოსავალთან.კარიერის ზონაში მოათავსეთ ის სურათი,რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ.ეს შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების,სადაც თქვენ გინდათ სწავლა ან კომპანიის შენობა სადაც თქვენს გსურთ მუშაობა.

ცოდნა და სიბრძნე

მიმართულება მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით.ეს ზონა უკავშირდება გონებას, აზრის სიცხადეს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სულიერებას და თვითგანვითარების გაუმჯობესებას .ამ ზონაში სასარგებლო იქნება წიგნები, მასწავლებლის სურათი, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ცოდნასა, განათლებასა და სიბრძნესთან.

ოჯახი

მდებარეობს აღოსავლეთით.დაკავშირებულია ოჯახთან,არა მხოლოდ უახლოეს გარემოში, არამედ ნათესავებთან და წინაპრებთან. აქ კარგია, პორტრეტი ან ფოტომასალა სადაც თქვენ, თქვენი ოჯახი ან თქვენი ნათესავები ხართ ბედნიერები და ჯანმრთელები.

სიმდიდრე

მდებარეობს სამხრეთ-აღოსავლეთით. ეს უკავშირდება მატერიალურ მდგომარეობას და განასახიერებს ნებისმიერი სახის სიმრავლეს და კეთილდღეობას.

დიდება

მდებარეობს სამხრეთით .დაკავშირებულია ცნობილობასა და რეპუტაციასთან. იგი ასახავს რას ფიქრობენ თქვენზე სხვა ადამიანები. ამ სფეროს ასევე უკავშირდება როგორ ხედავთ თქვენს მომავალს და თქვენს შემდგომ ცხოვრებს.

ქორწინება და პარტნიორობა

მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით. დაკავშირებულია ცოლთან ან ქმართან, მეგობართან ან სხვა თქვენს უახლოეს პირთან. თუ არავინ არ გყავთ მაშინ ეს ზონა შეიცავს არარეალიზებულ პოტენციალს. ეს უკავშირდება ოჯახის ქალთა ნაწილს-დედას, დას ან ქალიშვილს.

ბავშვები და შემოქმედება

მიმართულება მდებარეობს დასავლეთით. ეს უკავშირდება სულიერ და ფიზიკურ შემოქმედებას. ბავშვებს, შემოქმედებით პროექტებს, მხატვრულ თვითგამოხატვას. გარდა ამისა,ასახავს თქვენს მიდრეკილებას კომუნიკაციისკენ.

სასარგებლო ადამიანები,მასწავლებლები.მოგზაურობა.

მდებარეობს ჩრდილო-დასვლეთით. ეს უკავშირდება ადამიანებს რომლებიც დაგეხმარეიან ცხოვრებაში-მასწავლებლები, მფარველები, მეგობრები, კოლეგები. გარდა ამისა, დაკავშირებულია მოგზაურობასთან და ასოცირდება ოჯახის კაცთა ნაწილზე-მამებზე,ძმებზე,შვილებზე.

ჯანმრთელობა

მდებარეობს ბაგუას ოქტაგონის ცენტრში. ეს დაკავშირებულია ფიზიკურ ჯანმრთელობას, ერთიანობასა და ყველაფრის ჰარმონიასთან.ა მ ზონის გაუმჯობესებამ, შესაძლოა გამოასწოროს ყველა ის საკითხი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ამ კონკრეტულ მიმართულებას არ შეესაბამება. ამ ზონაში გროვდება ენერგია, რომელიც შემდეგ ნაწილდება მთელს ბინაში ან ოფისში. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ რომ ამ ზონას მიაექცეს ყურადეღბა. ჯანმრთელობის ზონაში ყოველთვის უნდა იყოს სინათლე და სისუფთავე.

https://www.facebook.com/groups/404093549782105/



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი