თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162 ფენ შუის სამყარო და ფენ შუის სპეციალისტი თიკა პირველად ჩაატარებს სემინარს, სურვილების ჯადოსნური რუკის შედგენა.
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ძი ძირითადი ფორმები


                             „ძი“-ს ძირითადი ფორმები    

„ძი“ შეიძლება იყოს მრგვალი, მოგრძო, კუბის ფორმის, ნამგლისებრი. მათზე ხშირად არის თვალის მსგავსი ნახატი, რომელიც ბუდას თვალთან ასოცირდება, ხაზები- ვეფხვის ზოლებია, ასევე სიმბოლოები, რომელიც მთვარეს, მზეს, ლოტოსს ან კუს ნიშნავს. თვალის რაოდენობას „ძი“-ს მძივზე სხვა და სხვა მნიშვნელობა აქვს. 1 თვალი- საკუთარი ძალების რწმენა, სისუსტესთან ბრძოლა. იძლევა სიბრძნეს, გამძლეობას, გაძლებას.

2 თვალი-ძლიერი სასიყვარულო თილისმა. ეხმარება პარტნიორის მოძებნაში, შეყვარებულებს ბედნიერებას და წარმატებას მოუტანს, დაოჯახებულებს გაუმყარებს ურთიერთობას, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლე, წარმატებას და მატერიალურ კეთი;ლდღეობას.

3თვალი-აყვავება, პატივისცემა, ხანგრძლივი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა.

3 თვალი და ბუდას გული-სიმდიდრის უძლიერესი თილისმაა. ბადებს ყველა სახის სიმდიდრეს დროსა და სივრცეში. სიმბოლოა „ყვითელი ბუდასი“ რომელიც მატერიალურ კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.

4 თვალი-ყველანაირ საფრთხეს არიდებს, იცავს უარყოფითი ენერგიისაგან, მოაქვს დიდხანს სიცოცხლე.

5-ფულის მაგნიტია, 5 მიამართულებიდან იზიდავს სიმდიდრეს, თავის პატრონს ყველანაირად ეხმარება სიმდიდრის მოზიდვაში.

5 თვალი ელვასთან ერთად და ვეფხვი „ძი“-ს კბილებით- ამაღლებს გონებას და სულს. აუმჯობესებს ჯანმრთელობას და აძლევს დაცვას. ელვის სიმბოლო კი ეხმარება ნეგატიური ძალების დაძლევაში და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

6 თვალი- ჩვენს  6 ემოციას აკონტროლებს, აღადგენს ფიზიკურ ძალას, ათავისუფლებს მოწყენილობისგან, ტანჯვისგან, წმენდს სკარმას, ეხმარება ჯანმრთელობის და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

6 თვალი ვაჯარა „ძი“- განდევნის ბოროტ სულებს, დემონებს, მტრებს. ასრულებს სურვილებს, მოაქვს სიმდიდრე. ტიბეტელებს სჯერათ , რომ ამ „ძი“-ში დამალულია მანტრის დედოფლის ძალა „აუმ მანე პადმე ჰუმ“

7 თვალი-წარმატება და დიდება მოაქვს მათთვის ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა და ვისი საქმიანობაც ხშირ ურთიერთობასთან არის კავსირში. მოაქვს წარმატება კარიერაში.

8 თვალი-მაგიური თვისება 8 ბედნიერი ობიექტისა რომელთაც მოაქვთ ჰარმონია და კმაყოფილება, იცავს კატასტროფებისაგან და უბედური შემთხვევებისაგან. ეხმარება ცხოვრების საკუთარი გზის პოვნაში.

 

9 თვალი-უსასრულო სიმდიდრე, წარმატება ფინანსურ სფეროში.

10 თვალი- მიზნის მიღწევა მინიმალური დანახარჯით.

12 თვალი-ავტორიტეტს, გავლენას და წარმატებას იზიდავს. ეხმარება თავის საქმეში აღიარების მოპოვებაში.

15 თვალი-ციურ წარმატებას ჩუქნის მფლობელს. ბიზნესში ბედნიერი შესაძლებლობები, აყვავება მოაქვს.

21 თვალი-სურვილების ასრულება, თილისმა ბიზნესის მქონე და ხელმძღვანელ პირთათვის. ერთ-ერთი ყველაზე სასურველი „ძი“. აძლიერებს წარმატებას, აღიარებას, დიდებას.

„ძი“ დიდი მითიური ფრინველი-ჭორებთან ბრძოლაში ეხმარება.

დიდი კაცი „ძი“-ბრძოლის ძალას აძლევს, მებრძოლ სულს ასტიმულირებს, ეხმარება მტრების, მოწინააღმდეგის დამარცხებაში, ანადგურებს უარყოფით კარმას, განდევნის უსიამოვნებას და მატერიალური ფასეულობების დაგროვებაში ეხმარება.

„ძი“ მედიცინის-იცავს დაავადებებისაგან,ეხმარება ბედნიერების, აყვავების, ჰარმონიის მოპოვებაში.

ლოტოსი „ძი“- ჩუქნის სილამაზესდა მომხიბვლელობას, გონების, სულის და სხეულის ჰარმონიზაციას.

„ძი“ ცა და მიწა- აძლევს კარგ მასწავლებლებს, მოკავშირეებს, კეთილსასურველ ატმოსფეროს ქმნის.

„რუ ძი“-ჩუქნის გავლენას, ძალაუფლებას, წარმატებას ნებისმიერი საქმის ხელმძღვანელობისას.

„კუ ძი’- იცავს სიკვდილისაგან,ჩუქნის ხანგრძლივ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

„ხანგრძლივი სიცოცხლე ძი“-ხანგრძლივი სიცოცხლის უძლიერესი თილისმაა,დაცვა მომაკვდინებელი ვირუსებისა და დაავადებისაგან.

„ძი სულიერი სინათლისათვის“-ეხმარება სულიერების გზაზე, ჩუქნის სიყცარულს სამყაროსადმი და სიცოცხლის ხალისს, კარგია იმ ადამიანებისათვის ვინც ადგას სულიერი განვითარების გზას.

„ძი ბარაქა“-ზრდის შემოსავალს, წარმატებას საქმეებში, ასტიმულირებს ბიზნესის განვითარებას. დაკავშირებულია მატერიალურ კეთილდღეობასთან.

„ძი ბარაქის ღვთაება“-სიმდიდრის გამრავლებაში ეხმარება, აძლევს შანსს სწრაფად გამდიდრებისა და საქმეებში წინსვლისას.

„ცაი შენ ძი“- წარმატება გამდიდრებაში, იზიდავს ბედნიერ შემთხვევებს.

„ზოლიანი ძი“- სანუკვარი ოცნებების ახდენა, რთულ სიტუაციებს დადებითი შედეგის მომტანად გადააქცევს.

„დრაკონი ძი“- ეხმარება ჭორებთან დაკავშირებით, იცავს ბოროტი, ნეგატიური არსებებისგან.

„დრაკონი ძის თვალი“- ბედნიერება, აყვავება, წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა. აქრობს ყველანაირ მწუხარებას და ტანჯვას.

„სვასტიკა ძი“- ანვითარებს ტალანტს, კარგ თვისებებს, შეგნებულ აქტიურობას აძლევს მიზნის მისაღწევად. ებრძვის წინააღმდეგობას და წარუმატებლობას.

„ვეფხვის კბილი ძი“- შიშს არ აძლევს პატრონის შეპყრობის უფლებას, ასტიმულირებს ადამიანის შინაგანი რეზერვის განვითარებას, თავდაჯერებულობას იძლევა, განდევნის წინააღმდეგობას.

„ოთხი წყალობა ძი“- ყველა ახალ საქმეში წარმატება, ეხმარება სიმდიდრის დაცვაში, აძლევს გონებას, სიბრძნეს, გაწონასწორებულობას.

„ფულის ანკესი ძი“- მატერიალური კეთილდღეობა, წარმატება, ბედნიერება, ამრავლებს სიმდიდრეს და იცავს მას.

„ნექტარის ჭურჭელი ძი“- იცავს უსიამოვნებისაგან, უბედურებისაგან, ანვითარებს დადებით სულიერ თვისებებს.

„გარუდა ძი“- ძლიერი დამცავია ვინც სახლიდან შორსაა, მოგზურობისას იცავს უბედურებისაგან, წინამძღოლია ძლიერ ღვთაებებთან კონტაქტისას, წარმატების და აყვავების მომტანია.

„ქუდი პადმასამბხავი ძი“- ყველა ღმერთის მფარველობა, სხეულის, სულის, გონების ჰარმონიზაცია. სულს შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნოს სისუფთავე ამ ჭუჭყიან სამყაროში.

„ბოდხი ძი“- გულის სითბო, შემწყნარებლობა, სიყვარული ადამიანებისადმი და ახლობლებისადმი, იცავს მწუხარებისაგან.

„მფარველი ძი“- ებრძვის  მანკიერებას, ანადგურებს თქვენს მიმართ გამოშვებულ ნეგატიურ ემოციებს ( შური, გაღიზიანება, განრისხება), ჭორებს და თქვენს განსჯას.

თიკა ქოქაშვილი

 

 https://www.facebook.com/groups/404093549782105/

 



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი