თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162 ფენ შუის სამყარო და ფენ შუის სპეციალისტი თიკა პირველად ჩაატარებს სემინარს, სურვილების ჯადოსნური რუკის შედგენა.
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


თვალის ფერი და ხასიათი


თვალის ფერი და ხასიათი

 

ბევრი მეთოდი არსებობს, რის მიხედვითაც ცდილობენ ამოიცნონ ადამიანის ხასიათი. მაგალითად, სახის ფორმის, მოქმედების, მიმიკის, სიარულის მანერით, ტანსაცმლის ფერითაც კი. თუმცა ადამიანის ტემპერამენტის შესახებ ყველაზე დიდი ინფორმაციას თვალები გვაძლევენ. ამ შემთხვევაში გამოთქმა, თვალები ადამიანის სულის საკრკეა , შეგვიძლია სრულ ჭეშმარიტებად ჩავთვალოთ. განვიხილოთ ეს საკითხი უფრო დეტალურად.

ასტროლოგების აზრით ადამიანის თვალებში თავმოყრილია და ნათლად ჩანს პლანეტათა ზეგავლა, ადამიანების მისწრაფებები და სურვილები. ყავსიფერი და შავი თვალების პატრონები ბევრად ვნებიანი და ენერგიულნი არიან. აქვთ მოუსვენარი ხასიათი. ბუნებამ ისინი დააჯილდოვა შარმითა და მომხიბვლელობით, ამით ისინი იზიდავენ და ატყვევებენ ადამიანებს. უარყოფით თვისებად შეგვიძლია ავღნიშნოთ მათი არასტაბილური ხასიათი, სწრაფად ბრაზდებიან.

ღია თაფლისფერი თვალის მფლობელნი სრულებით განსხვავდებიან შავთვალებიანი ხალხისაგან ისინი მორიდებულნი, შეიძლება ითქვას ცოტათი ჩაკეტილნიც კი არიან. ასეთ ადამიანებს უყვართ ოცნება, ფანტაზიები, თუმცა მათ ადვილად შეგიძლია ენდო. შედარებით რბილი ხასიათის მიუხედავად სხვა ადამიანის აზრს თავს ნამდვილად არ მოიხვევენ.

ცისფერთვალება ადამიანები სენტიმენტალურები და მომხიბვლელები არიან, აქვთ თავისებური შარმი. ხშირად არიან რომანტიულ განწყობაზე. პარტნიორის მიმართ საკმაოდ მომთხოვნები არიან. თუ ცისფერთვალება ადამიანს ნამდვილად მოსწონხართ ის თქვენი ერთგული იქნება, და სიყვარულში თავით გადაეშვება. მათ ლიდერის თვისებები აქვთ. თუმცა უხეშები არ არიან და მართვასაც დისტანციის დაცვით ცდილობენ.

ლურჯი თვალების პატრონები მეოცნებენი არიან. ადვილად შეიძლება ატკინოთ გული, გარშემომყოფების მიმართაც საკმაოდ მომთხოვნები არიან. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ასეთი ადამიანები კაპრიზულები და მგრძნობიარენი არიან. ლურჯი ცივი ფერია, ასე რომ თუ მათი მფლობელიც სასტიკი ადამიანი აღმოჩნდა არ გაგიკვირდეთ. მდიდარი ფანტაზია აქვთ, მათ შორის ბევრ ნიჭიერ ადამიანს შეხვდებით.

რას ველოდოთ მწვანე თვალება ადამიანებისაგან?

ეს ადამიანები ყოველთვის გულწრფელნი არიან გარშემომყოფების მიმართ. ახლობლები მათ სიკეთის და სტაბილურობისა გამო აფასებენ. მტრებს კი სძულთ ხასიათის სიმტკიცისა და პრინციპულობის გამო. კარგი ორგანიზატორები არიან. ლიდერული თვისებებიც აქვთ და ყველანაირი დაბრკოლების მიუხხედავად თავის მიზანს ადვილად აღწევენ.

ნაცრისფერი თვალების პატრონებს კარგად აქვთ ტვინი მოწყობილი. ისინი არიან რეალისტები, პრაქტიკულკები, გონიერი, ცნობისმოყვარენი.

ურჩევნიათ საკუთარი პრობლემები თავად, სხვების დახმარების გარეშე მოაგვარონ. ისინი არ არიან ისეთი ემოციურნი, როგორც მაგალითად ლურჯთვალება ხალხი. გამოირჩევიან სტაბილურობით ერთგულებით. ასეთი ადამიანები სირთულეებს არ გაურბიან. აგავრებენ პრობლემებს მაქსიმალურად საკუთარი თავის სარგებლისათვის.

თვალის ფერი დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ხასიათზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა დავივიწყოთ.

ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ფენ შუიე სამყარო

თიკა ქოქაშვილი

შემოგვიერთდით https://www.facebook.com/groups/404093549782105/?ref=bookmarks



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი