თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162 ფენ შუის სამყარო და ფენ შუის სპეციალისტი თიკა პირველად ჩაატარებს სემინარს, სურვილების ჯადოსნური რუკის შედგენა.
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ორმოცი სურვილის ტექნიკა



40 სურვილის ტექნიკა


გინდათ ყველა თქვენი სანუკვარი ოცნება ასრულდეს?
ეს ტექნიკა საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ.
აქ გამოყენებულია ყველაზე ზუსტი მექნიზმები, ცნობიერზე და ქვეცნობიერზე დაყრდნობით. სწორედ ეს განაპირობობს მეთოდის ეფექტურობას.

1 ეტაპი:
ჩამოწერეთ 40 სურვილი. დიახ, დიახ, სწორედ 40 სურვილი. დაწერეთ ყველაფერი რაც კი მოგინდებათ და თავში მოგივათ. შემდეგი კატეგორიებიდან:

რა მინდა მქონდეს - ზუსტად 10 სურვილი.

რა მინდა შემეძლოს - ზუსტად 10 სურვილი,

რა მინდა გავაკეთო ყოველდღიურად - 10 სურვილი,

რისი გაკეთება გინდათ საერთოდ (რაღაც მნიშვნელოვანი დაწერეთ ) – ზუსტად 10 სურვილი


2 ეტაპი:
თითო ჯგუფიდან ამოწერეთ 5 თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი. გააკეთეთ ცალკე სია ამ 20 სურვილისაგან. თითოეული მათგანი ისევ ეკუთნის ჩამოთვლილ ჯგუფებს.


3 ეტაპი :
თითო ჯგუფიდან ამოარჩიეთ 1 ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი. ჯამში გამოგივათ 4 სურვილი. ცალკე სია გააკეთეთ ამ სურვილებისაგან და ყურადღებით შეხედეთ მას. კარგად დააკვირდით, ეს სწორედ ის არის, რაც თქვენ რეალურად გინდათ.

4 ეტაპი:
თითოეულ სურვილს მიუსადაგეთ ელექტრონული ფოტო. შექმენით ცალკე საქაღალდე , სახელწოდებით ,, ის რაც მე მინდა“ ინტერნეტის საშუალებით მოძებნეთ შესაბამისი ფოტო თქვენს სურვილებზე და შეინახეთ საქაღალდეში. თუ შეგიძლიათ, სურათებისაგან კოლაჟიც ააწყვეთ. დაე სლაიდ შოუს მეშვეობით ადვილად დაათვალიერებთ მათ. ჩათვალეთ, რომ ორი ძალიან პროდუქტიული საქმე გააკეთეთ.

თქვენს ცნობიერში აყალიბებთ ზუსტ მიზანს და მასზე ახდენთ ფოკუსირებას.

ხოლო ქვეცნობიერს კი მენტალურ ბრძანებას აძლევთ - ,, აი, ეს მინდა მქონდეს“.
სურათების დათვალიერებისას თქვენი ცნობიერი, რომელიც მიზნის დასახვისას მიჩვეულია დასვას კითხვა, ,, ეს როგორ მივიღო? „ დაიწყებს იდეების შემოთავაზებას.
ხოლო ქვეცნობიერმა უბრალოდ იცის ყველა პასუხი თქვენს კითვხაზე ,, როგორ?“ და იწყებს ცნობიერის დახმარებას. აწვდის იდეებს, ორგანიზებას უკეთებს შესაბამის გარემოებებს , სიტუაციებს, შეხვედრებს. აქედან გამომდინარე გაგიადვილებთ მიზნის მიღწევას.

5 ეტაპი : ეს ეტაპი გარდა წინა ოთხისა რეგულარულად უნდა შეასრულოთ. 30 დღის მანძილზე ყოველ დილას, დაათვალიერეთ თქვენი მიზნების ფოტოები. და საკუთარ თავს ერთი მაგიური შეკითხვა დაუსვით . ,, დღეს ჩემი მიზნების ასასრულებლად რისი გაკეთება შემიძლია?“
პასუხები ჩაიწერეთ და აუცილებლად შეასრულეთ. ყველა თქვენს მიზანს თქვენ თვითონ მიაღწევთ. ( თქვენი ქვეცნობიერი გიკარნახებთ ყველაფერს. .. თუმცა ეს ხომ თქვენივე ქვეცნობიერი გკარნახობდათ ასე რომ , ჩათვალეთ მთლიანად თქვენი დამსახურებაა. )

ზედმიწევნით შეასრულეთ ზემოთ მოყვანილი ქმედებები და შედეგიც არ დააყოვნებს. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მიზნამდე!!

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(4)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი
ვოოვ რა მაგარია
კომენტარი წაიშალა
Da es yvelafer ert dgeshi gavaketot?
დიახ ერთ დღეში