თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


გარეგნობა,ფენ შუი და ფინანსები


გარეგნობა და ფენ - შუი

 

ფინანსური ფენ შუი. როგორ არის დამოკიდებული თქვენი გარეგნობა ფინანსებზე.

   როდესაც მომხიბვლელ ხალხს ვხედავთ, ძნელია იფიქრო რომ მათი გარეგნობა არ ეხმარებათ მიზნიების მიღწევაში. თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა. ისინიც ისევე უშვებენ შეცდომებს, როგორც სხვა დანარჩენები და შეიძლება უფრო ხშირადაც. თუ რატომ ხდება ასე მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. შესაძლებელია ნარცისიზმისკენ არიან მიდრეკილნი ან უბრალოდ სხვა ადამიანების არაკეთილსინდისიერების  მსხვერპლი ხდებიან.

    საინტერესოა რაზეა დამოკიდებული კარგად გამოვიყურებით თუ არა და ვიზიდავთ თუ არა ბარაქას?

ჩინელებს თავისი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზე.  ისინი ჩვენი ცხვირის, თვალების, შუბლის და გამონაყრის მიხედვითაც კი ადგენენ რამდენად წარმატებული და ბარაქიანი შესაძლოა ვიყოთ ან გვქონდეს ფინანსური პრობლემები.  ქვემოთ განხილულია რამდენიმე მაგალითი.

  სახის კანის ხარისხი განაპირობებს ბარაქას.

თქვენი სახე უნდა იყოს გლუვი და უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ჯანსაღი ფერი. თუ იგი მშრალია მაშინ თქვენ მიდრეკილნი ხართ უბარაქობისაკენ, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ ფინანსური დანაკარგებისაკენ.  სახის კანი უნდა გამოიყურებედეს ჯანსაღად და სუფთად, უნდა გქონდეთ დანოტივებული და ვარდისფერი ფერი დაგკრავდეთ.

  თქვენი გარეგნობა იზიდავს ბარაქას.  აუცილებელი არ არის სუპერ მოდელის გარეგნობა გქონდეთ. მხოლოდ დადებითი განწყობაც კი სახეზე საკმარისია, ეს სხვა ადამიანებისაგანაც კეთილგანწყობას გამოიწვევს და ამით ბარაქასაც მოიზიდავთ.

  ადამიანები, რომლებიც პირქუშად გამოიყურებიან, ასეთივე სიტუაციებს იზიდავენ. ასევე ფინანსურ პრობლემებს უქმნიან საკუთარ თავს. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ღიმილით, შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება და ფინანსური ბარაქა.

ჩინელების წარმოდგენით ხალებს მნიშვნელობა აქვთ.

 ტიპიური ხალები, რომლებიც სახეზეა არაა დიდად სასურველი და ბარაქის მომტანი. განსაკუთრებით , თუ შავი ან მუქი ფერისაა. წითელი ფერის ხალებს უფრო მოაქვთ ბარაქა. შუბლზე ხალს ძალაუფლება და ავტორიტეტი მოაქვს. პირთან ახლოს ხალებს, კარგი ორალური მონაცემები და კეთილდღეობა. ხალები სახის ცენტრალურ ნაწილში,   ცხვირზე, ლოყებზე მოაქვს ფინანსური დანაკარგები და ნეგატიური სიტუაციები.

არავინაა კმაყოფილი, თავისი გარეგნობით, მაგრამ როდესაც თქვენ გაქვთ რაიმე ნაკლი სახეზე ეს არც თუ ისე ადვილი ასატანია. თუნდაც სიშავეები თვალების ქვეშ. (ეს მიანიშნებს ბავშვებთან პრობლემებზე) ამ დროს დაღლად გამოიყურებით და შესაძლებელია მცდარი წარმოგენა შეუქმნათ ადამიანებს, საკუთარ თავზე. კონკრეტულ ადგილებში, ხალები შეიძლება ადამიანები ცუდად განაწყოს თქვენდამი. სახეზე ხალები შესაძლებელია მარტივი სახის მოვლით გავიქროთ ან კარგი მაკიაჟით, თუ არაფერმა გვიშველა არსებობს პლასტიკური ქირურგიაც.

თუ გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ის შეიძლება აისახოს უარყოფითად თქვენს ცხოვრებაზე ან საფულეზეც კი. გადახედეთ, იქნება შეგიძლიათ რაიმეს შეცვლა და შეცვლეთ ის.

გამონაყარი, როგორც ხარჯების წინასწარმეტყველი.

გამონაყრის ადგილის მიხედვით შესაძლებელია განვსაზღვროთ, გველის შეხედარა, ინტერვიუ, თუ სხვა სახის სიახლე. გამონაყარი ხარჯების ინდიკატორია. გამონაყარი თუ ცხვირზეა დიდი ხარჯი გექნებათ ორი კვირის მანძილძე. თუ ცხვირის გვერდებზე გაქვთ, უეცარი ხარჯი გექნებათ. თუ ცხვირის წვერზე გამოგაყარათ, მაშინ ეს კარგი დანახარჯია, მანქანა  ან ავეჯი. შუბლზე გამონაყარი მანქანასთან დაკავშირებულ პრობლემებს ან მოგზაურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოიტანს.

ცხვირი და ბარაქა

   ბევრი ჩინელი აქცევს ყურადღებას ცხვირს, ამით მარტივად შეიძლება მიხვედრა თქვენი ბარაქის მდგომარეობაზე. დიდი ცხვირი ხშირად მიგვანიშნებს ბარაქაზე. დიდი ნესტოები, მიანიშნებს ქონების დაკარგვაზე.  წვრილი ცხვირი, ხშირად მიანიშნებს უბარაქობაზე. მაგალითად, მაიკლ ჯექსონი.

ავტორი თიკა ქოქაშვილი

https://www.facebook.com/groups/404093549782105/



(1)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი
გამარჯობა. გატეხილი ცხვირი, შეიძლება იყოს რამის მანიშნებელი? თანაც არაერთხელ გატეხილი :დ