თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ჯანმრთელობა და ბავშვები


ჯანმრთელობა და ბავშვები.


9 მეთოდი ფენ - შუის მიხედვით როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილებს გახდნენ წარმატებულები.


ყველა მშობელს უნდა თავისი შვილი წარმატებული და შემდგარი იხილოს, ამისათვის არავინ არ იშურებს ძალ - ღონეს. დღევანდელ დღეს სამწუხაროდ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე მედია საშუალებები, პრესა, ტელევიზია. შესაძლებელია არასწორი აზრი ჩამოგვიყალიბდეს ამა თუ იმ საკითხზე. ბავშვი რომ ჯანმრთელი, წარმატებული და რეალიზებული იყოს, ამაში ფენ - შუი დაგეხმარებათ. თუ ბავშვის ოთახში ბევრი ელექტრო ტექნიკაა, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ თუ ის დაინტერესებულია ვიდეო თამაშებით და თავსაც მოუსვენრად გრძნობს.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს შვილს, რა ოცნებები, მისწრაფებები რა ინტერესის სფერო აქვს. ეცადეთ მათი ინტერესის სფერო მიმართოთ უფრო პოზიტიური კუთხით. დაეხმაროთ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ბავშვებს ჰგონიათ, რომ იციან რა სურთ. თქვენი როგორც მშობლის ვალია დაეხმაროთ მას, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ ცხოვრებაში, რათა დაიცვათ მათი ჯანმრთელობა, ინტელექტუალური ზრდა და სოციალური განვითარება. ფენ- შუი მოგცემთ რჩევებს ამ კუთხით და დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მშობელი და ასევე თქვენი შვილიც იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.
დაეხმარეთ თქვენს შვილებს მიაღწიონ დიდ წარმატებებს ცხოვრებაში.
1. დაეხმარეთ მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბებაში.
ბავშვის ოთახში აუცილებლად უნდა იყოს სამეცადინო მაგიდა. ის ლამაზად უნდა იყოს მოწყობილი, რათა თქვენს შვილს გაუჩნდეს მეცადინეობის სურვილი.
2. შეაქეთ თქვენი შვილის კრეატიულობა.
თქვენი შვილის ოთახი დაყავით ზონებად. სათამაშო ზონა, საკითხავი და ძილისათვის ზონები ცალ-ცალკე გამოყავით. ოთახში აუცილებლად იქონიეთ ფერადი ფურცლები, სახატავები, საღებავები, მარკერები, ბევრი გასართობი და სააზროვნო სათამაშო, მაგალითად ლეგოები. შემდეგ კი უბრალოდ მიეცით მათ თავისუფალი დრო რომ იქ გაატარონ და რაიმე შექმნან.
3. ბავშვს თავი დაცულად აგრძნობინეთ .
მშობლებს შვილის სურათები ხშირად აქვთ ოთახში, თუმცა იშვიათად ხდება პირიქით, ბავშვებს იშვიათად აქვთ მშობლების სურათები ოთახში. აგრძნობინეთ მათ თავი დაცულად და თქვენი სურათებიც დადუდეთ მათ ოთახში.
4. ბავშვებს დასვენებისა და გამოძინების საშუალება მიეცით.
ბავშვებს ძილი და მოსვენება სჭირდებათ ზრდა- განვითარებისათვის, ჯანმრთელობისა და კარგი იმუნიტეტისათვის. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევების თანახმად ბავშვების 60 %-ი სკოლაში იღლება და 69 %- ს ძილი დარღვეული აქვთ. არ დადგათ ტელევიზორი და კომპიუტერი მათ ოთახში, ისინი ხელს უშლიან მათ სრულფასოვან გამოძინებას და დასვენებას.
5. შეუქმენით რუტინა.
ეცადეთ თქვენს შვილს ყველაფერი რეგულარული ჰქონდეს, ჭამაც, ძილიც, ბანაობაც, დაძინების დროც. გარშემო ისეთი ცვალებადი გარემოა, ეცადეთ ეს ელემენტარული მაინც ჰქონდეთ სტაბილური. ეს წესი ეცადეთ გავრცელდეს როგორც ახალშობილებზე ისე თინეიჯერებზე. მშობლები რომლებიც ახერხებენ ბავშვებს რეგულარული ჩვევები ჩამოუყალიბონ, მათ აძლევენ საშუალებას გამოყოფილი დრო ჰქონდეთ თამაშზეც და ასევე მეცადინეობაზე.
6. ბავშვის საწოლი სწორად დადგით.
საწოლი იმ კედელზე დადგით, რომელიც კარის საპირისპიროდაა. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის შეგრძნება, მაშინ როცა სძინავთ. არ განათავსოთ საწოლი ერთ მწკრივში კართან. ან იგივე კედელთან, სადაც კარებია. არ დადგათ საწოლი იმ კედლის პირდაპირ, სადაც არის აბაზანა, საპირფარეშო, ხელსაბანი. ამან შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
7. საძინებელში თავი შეიკავეთ წყლის სტიქიისგან. საძინებლისათვის ძალიან ცუდი ფენ - შუია წყალი, ოკეანის თემა, აკვარიუმი, მუქი ლურჯი ოკეანის თემა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ასთმა, რესპირატორული დაავადებები, დეპრესია.
8. ბავშვებს ესაჭიროებათ სივრცე.
ბავშვებს აუცილებლად ესაჭიროებათ სივრცე. ეცადეთ მათი ოთახი არ იყოს ნივთებით გადატვირთული. ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავისუფალი დრო სათამაშოდ და დასასვენებლად. ბევრი ბავშვი გადატვირთულია კომპიუტერული თამაშებბით და სხვა არასაჭრო ტექნიკით, რაც მათ გაფანტულებს, დეპრესიულებს ხდის.
9. ასწავლეთ ბავშვებს ცხოვრება.
ჩვენს გარშემო იმდენი რამ შეიძლება აკეთო, რომ ბავშვიც კი შეიძლება დაიბნეს და ვერ გადაანაწილოს თავისი დროის ნაწილი. იმის ნაცვლად, რომ ერთად უყუროთ ტელევიზორს წიგნი წაიკითხეთ ერთად. ნუ მისცემთ ნებას მანქნაში ითამაშონ ვიდეო თამაშები. ასწავლეთ თქვენს შვილებს დააფასოს ბუნება, ხეები, ცხოველები. მიიღონ უბრალოდ ერთად ყოფნისგან სიამოვნება. მიეცით ნება მოწყდნენ ყველაფერს და დაისვენონ. ეს ყველას გვჭირდება როგორც დიდებს ისე პატარებს.

 ავტორი თიკა ქოქაშვილი

 

 



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი