თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ნაპოვნი ნივთები რომლების აღება არ შეიძლება


              ნაპოვნი   ნივთები რომლის აღებაც არ შეიძლება

ქუჩაში ნავპოვნ ნივთებს ბედნიერება იშვიათად მოაქვთ. მათზე ყოველთვის რჩება ყოფილი პატრონის ენერგეტიკა. ძალიან ხშირად ეს ენერგეტიკა დაბინძურებულია. ნივთებზე ხშირად გადააქვთ უარყოფითი ენერგია, მაგალითად საგვარეულო წყევლა, ავადმყოფობა. ადამიანი რომელიც იღებს ძირს დაგდებულ ნივთს, ავტომატურად იღებს ამ ნეგატიურ ენერგიებსაც. იყავით ყურადღებით და დაფიქრდით რამდენად ღირს ამა თუ იმ ნაპოვნი ნივთის მითვისება.  

 

მონეტა - ის თილისმაა, რომელიც იწოვს ნეგატიურ ენერგიებს. ხშირად აგდებენ ქუჩაში და არ გირჩევთ მიეკაროთ მონეტებს. ნუ აიღებთ მათგან წამოსულ ნეგატივს საკუთარ თავზე. მაგებისა და ჯადოქრების საყვარელი მეთოდია, მონეტით ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაიტანონ ფინანსური უიღბლობა.

 

ბეჭედი - ნებისმიერი ქუჩაში ნაპოვნი სამკაული არის უიღბლობის მომასწავებელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბეჭდებს, რადგან ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული კავშირი მყარდება ძვირფას მეტალსა და მფლობელს შორის. ბეჭდის მეშვეობით შეიძლება გადავიტანოთ, ჯადო, უიღბლო სიყვარული, განშორება, უბარაქობა. ეზოთერიკოსები გვირჩევენ ჩვენი ახლობლების ბეჭდები არც კი მოვიზომოთ, ლაპარაკი აღარაა იმაზე რომ ქუჩაში ნაპოვნი გავიკეთოთ.

მაგიური სათამაშოები - ნებისმიერმა ნივთმა შეიძლება გადმოგცეთ გათვალვა, ჯადო,  ან სხვა ნეგატიური ენერგეტიკა. ყველაზე საშიშია ხელნაკეთი თოჯინები. ვუდუს რიტუალების მეშვეობით მარტივად შეიძლება ძლიერი მაგიური ზემოქმედება მოვახდინოთ ადამიანზე.

მჩხვლეტავი ნივთები - უარყოფითი ენერგეტიკის მატარებლები არიან ბულავკები და ნემსები. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც სახლთან ან ეზოში პოულობთ მათ. ამ ნივთების საშუალები უარავი ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ადამიანმა. თუმცა იგივე ნივთებს მფლობელისათვის შეუძლიათ დამცავი თვისებებიც ჰქონდეთ. თუმცა ცხადია ქუჩაში ნაპოვნ ნივთებზე ეს არ ვრცელდება.

 

ნათლობის ჯვრები - ჯვარი ადამიანისათვის წარმოადგენს დამცავ თილისმას. ის იცავს მფლობელს ყველანაირი ნეგატიური ზემოქმედებისაგან, თუმცა დაკარგვის შემთხვევაში ძლიერ ენერგეტიკულ  იარაღადაც შეიძლება გამოვიყენოთ. შესაძლებელია ასეთმა ნივთმა თქვენი ცხოვრება ჯვრის ყოფილი მფლობელის ცხოვრებასაც კი დაამსგავსოს. შესაძლებელია გაიზიაროთ ყოფილი მფლობელის ცოდვები და გაუცნობიერებლად საკუთარ თავზე აიღოთ ისინი.

 

გასასღები - გასაღებით შესაძლებელია დაიკეტოს კარები, თუმცა  მაგიური რიტუალით შეიძლება  ჩავკეტოთ უიღბლობაც. თუ ნაპოვნ გასაღებს აიღებთ , შესაძლებელია ამასთან ერთად სხვა და სხვა უიღბლობის, უბედურებისა და ავადმყოფობის  კარიც გახსნათ.

სარკე - სარკე ოდითგანვე მაგიურ ატრიბუტად ითვლებოდა. მისი დახმარებით ადამიანები თავისი ბედ- იღბლის კორექციას ახდენდნე, აგზავნიდნენ გათვალვებს და წყევლას. სარკე ინახავს ყველანაირ ნეგატიურს თუ რაიმე გადახდენია მის მფლობელს. არ გირჩევთ სხვის სარკეში ჩახედვასაც კი.

სამაჯურები - ახლა გამოვყოთ ძაფისაგან დამზადებული ან ბისერებისაგან შექმნილი სამაჯურები. ადამიანმა საკუთარი ხელით ძლიერი დამცავი თილისმა, სამაჯური შეიძლება შექმნას. ასეთი ნივთი იკარგება მხოლოდ ზედმეტი ნეგატივის დაგროვების შემდეგ.  აჯობებს დაკარგვის შემდეგ თუ ახალ სამაჯურს გაიკეთებთ, ხოლო ვინც შეეცდება აიღოს დაკარგული სამაჯური კარგი არაფერი ელის.

 

სავარცხელი -  სავარცხელი პირდაპირ კავშირშია მფლობელის ფიქრებთან. ხშირად გამოიყენება მაგიურ ატრიბუტებად. მათი საშუალებით ბევრნაირი წყევლა და ჯადო შეიძლება შეიქმნას.

მაჯის საათი - ადამიანის აურა მჭიდროდაა დაკავშირებული საათთან. განსაკუთრებით კარგად ჩანს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. პატრონის სიკვდილის შემდეგ ხშირად საათიც ჩერდება. საათთან მიკარების შემდეგ აიღებთ ყველა იმ ნეგატივს და ავადმყოფობებს  რაც დააგროვა წინა მფლობელმა.

  ზოგიერთ ნივთის პოვნა ძალიან საშიშა. მათ მარტივად შეუძლიათ თქვენი ბედნიერი ცხოვრება დაანგრიონ. დაფიქრდით სანამ რაიმე ნივითს ძირიდან აიღებთ.

 



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი