თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162 ფენ შუის სამყარო და ფენ შუის სპეციალისტი თიკა პირველად ჩაატარებს სემინარს, სურვილების ჯადოსნური რუკის შედგენა.
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ჩემს სურვილს ვუშვებ ზეცაში


ჩემს სურვილს ზეცაში ვუშვებ

როდესაც თქვენს სურვილზე ფიქრობთ, მასზე ისაუბრეთ და ის უკვე ამხდარი წარმოიდგინეთ. მედიტაციისას გაამყარეთ ეს წარმოდგენა და გონება სხვა ფიქრებისა თუ აზრებისაგან გაანთავისუფლეთ. თქვენი მიზანი რეალური უნდა იყოს თქვენთვის. მიეჩვიეთ წარმოთქვათ თქვენი ახალი თანამდებობა, წოდება ან განსაზღვრული თანხა, რომელიც გჭირდებათ. გაიხსენეთ როგორ უშვებენ ფერად ბუშტებს და საპნის ბუშტებს ცაში, სწორედ ასეთი განწყობით უნდა გავუშვათ ჩვენი სურვილები სამყაროში.

ამასთან ერთად, სრული ნდობა განიცადეთ თქვენი უხილავი დამხმარეების მიმართ. მოდუნდით , არ დაიძაბოთ, არ დაემსგავსოთ მოუთმენელ ბავშვებს, ენდეთ სამყაროს უდიდეს შემოქმედებით ძალას. იცოდეთ: რაც ხდება,  ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდაა. თუ, სურვილი ისე არ ხდება როგორც ჩვენ ველოდით, იმედი არ გადაიწუროთ, ადრე თუ გვიან მიიღებთ იმას, რაც გინდოდათ და მეტსაც. უდიდესი შემოქმედებითი ძალა, რომლის ნაწილი ჩვენშიც არის, მონახავს შესაძლებლობას თქვენი გეგმების რეალიზაციისათვის, თქვენთვის საუკეთესო სახით. სასურველია აფიშირება არ გაუკეთოთ თქვენი სურვილების ასრულების სამუშაოს, არ არის საჭირო სხვისი ენერგია ჩაერთოს ამაში. თუ თქვენ, რა თქმა უნდა, გყავთ ისეთი სანდო მეგობარი, რომელიც ინაწილებს თქვენს ოცნებებს, მაშინ სასიკეთოც არის მასთან ამაზე საუბარი. უფრო მეტიც, მსაგვასი საუბრები აძლიერებენ თქვენს იდეას და ენერგიას მატებენ მას. ესაუბრეთ თანამოაზრეებს, რომლებიც გამხნევებენ. მეცნიერების აზრით, თანამოაზრეებთან ურთიერთობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს 6 წლით. არ გაანდოთ თქვენი გეგმები სკეპტიკურად განწყობილ და შურიან ადამიანებს. თავის დროზე ისინი ისედაც გაიგებენ ყველაფერს.



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი