თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ზოდიაქოს 12 ნიშანი


ზოდიაქოს 12 ნიშანი
 
ჩინური ზოდიაქო შედგება 12 ცხოველისაგან და იწყება ვირთხით. შემდეგ მოყვება ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. თქვენი ცხოველი თქვენი დაბადების წლის მიხედვით გამოითვლება(ჩვენ საიტზე შეგიძლიათ გამოთვალოთ) თითოეული ცხოველი დაკავშირებულია ორ სხვა ცხოველთან, რითაც ისინი ქმნიან ე.წ. მოკავშირეებს.
  არსებობს ოთხი ჯგუფის მოკავშირეები:
  • 1. ვირთხა, დრაკონი, მაიმუნი;
  • 2. ხარი, მამალი, გველი;
  • 3. ვეფხვი, ცხენი, ძაღლი;
  • 4. კურდღელი, თხა ღორი.
სწორედ თქვენ ცხოველის მეკავშირე ცხოველის წელს დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა მოგიტანთ უმაღლეს რეზულტატს როგორც საქმიან ურთიერთობებში, ასევე ხელოვნებაში მეგობრობაში, თუ ოჯახური კავშირის დროს. ამავე დროს ეს ცხოვლრბი თქვენი თილისმებიც არიან: სამი მეკვშირის ფიგურები თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებიან, უფრო კი საქმიან და ბიზნეს სფეროებში.
  გარდა ამისა, ყველა ნიშანს თავისი საიდუმლო მეგობარი ჰყავს. ის ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება, დაგიცავთ და არასოდეს გიღალატებთ. თქვენი ცხოველის სექტორში ფიგურების და საიდუმლო მეგობრის განთავსებით მნიშვნელოვნაად გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. ასევე შეგიძლიათ გაააქტიუროთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ელემენტის  სექტორი, მაგალითად მიწის სექტორი დრაკონის ნიშნისთვის. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თილისმები დიდი თაი ჩჰის (სახლი) და პატარა თაი ჩჰის (სასტუმრო ოთახი, სასადილო, სამუშაო მაგიდა და ა.შ) შესაბამისად. განსაკუთრებით სასარგებლოა ზოდიაქოს ნისნების და ფენშუის ცოდნების კომბინაცია. 
  დიდ სარგებელს მიღებთ, თუ თქვენი ცხოველის და მათი მოკავშირეების გამოსახულებებს განათავსებთ თქვენი ცხოველის მეკავშირეების სექტორებში. მაგალითად თუ თქვენ ვეფხვი ხართ, თილისმების განთავსება შეგიძლიათ ცხენის ან ძაღლის სექტორში. ატარეთ თქვენი ზოდიაქოს ან მოკავშირეების გამოსახულებები ამულეტების და სამკაულების სახით და ეს დიდ წარმატებას მოგიტანთ. ამ მეთოდს ფენშუის ბევრი ოსტატი გირჩევთ. თქვენი ცხოველის, საიდუმლო მეგობრის და მეკავშირეების გამოსახულებები წარმტებას მოგიტანთ და რთულ პერიოდებს ადვილად გადაგატანინებთ, რადგან თქვენთან ყოველთვის თქვენი მეგობარი დ მეკავშირეები იქნებიან.
  თუ თქვენი ჰოროსკოპი ძალიან კარგ პერიოდზე მიუთითებს, ან მითუმეტეს  მაშინ, თუ "დიდ ჰერცოგთან" იგივე ტაი სუი იქნებით კომფლიკტში, ატარეთ ეს ამულეტები, ისინი თან დაგიცავენ და თან დადებით პერიოდს მაქსიმალურად დადებითად გამოგაყენინებენ.....
ავტორი თიკა ქოქაშვილი


(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი